სასარგებლო მოდელი, მისი ავტორობა და სარგებლობის მონოპოლიური უფლება დასტურდება სახელმწიფო სერტიფიკატით - პატენტით, რომელიც მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც იგი არის გაცემული, აქედან გამომდინარე, საზღვარგარეთ დაპატენტება უფრო და უფრო ვრცელდება.
საზღვარგარეთ სასარგებლო მოდელზე დაცვის დოკუმენტის (პატენტის) მიღების უფლება (შერჩეულ ქვეყანაში ან ქვეყნებში) საშუალებას მოგცემთ დაიცვათ თქვენი ინტელექტუალური საკუთრება მოცემულ ქვეყნებში.
კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" მოხარული იქნება გაგიწიოთ სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული მომსახურება თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენ ვასრულებთ ყველა სამუშაოს, რომელიც უკავშირდება განაცხადის მომზადებასა და შეტანას, შესაბამისად პატენტის შემდგომ მიღებას თქვენს მიერ შერჩეულ ქვეყნებში.
ჩვენი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო და ეროვნული განაცხადების შეტანის საკითხებში დსთ-ს, ევროპისა და სხვა უცხო ქვეყნის პატენტრწმუნებულებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საშუალებას გვაძლევს წარმატებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები საზღვარგარეთ.
საზღვარგარეთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა შეიძლება განხორციელდეს, როგორც თითოეულ ქვეყანაში ეროვნული განაცხადების შეტანის გზით, ასევე საერთაშორისო განაცხადის შეტანით რამდენიმე ქვეყნის მითითებით, შემდეგ კი აღნიშნულ ქვეყნებში პატენტის მიღებით.
სასარგებლო მოდელზე სამართლებრივი დაცვის მოსაპოვებლად საზღვარგარეთ, შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი:
თქვენთვის საინტერესო ქვეყანაში ეროვნული პატენტის მიღების თაობაზე.
ვამახვილებთ თქვენ ყურადღებას იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1395-ე მუხლის მიხედვით, განაცხადი რუსეთის ფედერაციაში შექმნილ გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე, შეიძლება წარდგენილ იქნას უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციებში ექვსი თვის ვადის ამოწურვამდე ფედერალურ აღმასრულებელ ორგანოში შესაბამისი განაცხადის შეტანის თარიღიდან, თუ კი განმცხადებელს არ ეცნობება, რომ განაცხადი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.
РСТ (Patent Cooperation Treaty) პროცედურით.
საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მიხედვით (PCT) განაცხადის შეტანა ხდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო განაცხადის PCT შეტანის შედეგს არ წარმოადგენს პატენტის მიღება. შეტანილ და განსახილველად მიღებულ განაცხადს აქვს იგივე ძალა, რაც შეთანხმების მონაწილე თითოეულ ქვეყანაში შეტანილ ასეთ განაცხადს (ქვეყნების ჩამონათვალი) და განმცხადებელს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთსა და იმავე სასარგებლო მოდელზე განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები. გარდა ამისა, PCT განაცხადის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ვადების გაზრდა, რომელთა განმავლობაშიც განმცხადებელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ქვეყნებში სურს შეიტანოს განაცხადი, 31 თვის ამოწურვამდე (12 თვიან ვადასთან შედარებით, ეროვნული განაცხადის შემთხვევაში). PCT განაცხადი ასევე უზრუნველყოფს საერთაშორისო ძიების და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას აძლევს განმცხადებელს შეაფასოს დაპატენტების ეროვნულ ფაზაში გადაყვანის მიზანშეწონილობა იქამდე, სანამ მას არ მოსთხოვენ ეროვნული მოსაკრებლების და გადასახადების გადახდას, რაც შეადგენს პატენტის მიღების პროცედურისათვის გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვან ნაწილს.
პატენტის უშუალო გაცემა ხორციელდება შერჩეული ქვეყნების, ევროპის საპატენტო უწყების ან / და ევრაზიის საპატენტო უწყების ეროვნული ორგანოების მიერ. ამდენად, კონკრეტულ შერჩეულ ქვეყნებში სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვის მისაღებად, PCT განაცხადის დოკუმენტები წარედგინება ამ ქვეყნის ეროვნულ განყოფილებებს (დოკუმენტები შეიძლება წარმოდგენილი იყოს 30-31 თვის განმავლობაში პრიორიტეტის თარიღიდან). ამის შემდეგ, უწყება ატარებს ექსპერტიზას და იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემაზე ან მასზე უარის თქმის შესახებ. დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო განაცხადის შეტანის შესახებ.
კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს პატენტის მოპოვებისა და მისი ძალაში შენარჩუნების პროცესის მსვლელობისას მიღებული ყველა სახის ინფორმაციის სრულ კონფიდენციალურობას.