Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში

საქართველოში სასაქონლო ნიშნის სამართლებრივი დაცვა შეიძლება მოპოვებულ იქნას საერთაშორისო განაცხადში საქართველოს მითითების გზით ან უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში განაცხადის შეტანით.

კომპანიას "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" საქართველოში აქვს საკუთარი ოფისი და უზრუნველყოფს საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურების სრულ პაკეტს:

  • სასაქონლო ნიშნის შემოწმება (წინასწარი ძიება) იდენტურობაზე და მსგავსებაზე;
  • განაცხადის მომზადება და წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • განაცხადის იურიდიული მხარდაჭერა საქმის წარმოების პროცესში;
  • შუამდგომლობების შეტანა და ექსპერტიზის მოთხოვნებზე დასაბუთებული პასუხების მომზადება, განაცხადში ცვლილებების შეტანა;
  • ყველა აუცილებელი ვადის დაცვა და ოფიციალური საფასურების დროული გადახდა;
  • უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებებისა და სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმება;
  • საქართველოში სასაქონლო ნიშანზე მოწმობის მიღება, ვადის გაგრძელება და ა.შ.
ინტელექტუალური საკუთრების უწყება: www.sakpatenti.org.ge
სასაქონლო ნიშნის საძიებო მონაცემთა ბაზა: საქართველოს სასაქონლო ნიშნები
აუცილებელია თუ არა წარმომადგენელი: დიახ
განაცხადი შეიძლება ეხებოდეს: საქონლის ან / და მომსახურების რამდენიმე კლასს
განაცხადის წარდგენის ენა: ქართული
პროცედურის ხანგრძლივობა: 14-17 თვე
მოწმობის მოქმედების ვადა: 10 წელი რეგისტრაციის თარიღიდან და შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობით.