Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაცია

ვამახვილებთ თქვენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ რუსეთში მოპოვებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოწმობა უზრუნველყოფს სამართლებრივ დაცვას მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თანამშრომლობთ სხვა ქვეყნებთან, ახორციელებთ თქვენი საქონლის ექსპორტს საზღვარგარეთ ან აპირებთ თქვენი საქმიანობის საზღვრების გაფართოებას, საჭირო იქნება თქვენი ინტერესების დაცვა, დაცვის დოკუმენტის მოპოვების გზით იმ ქვეყნებში, რომლებშიც დაინტერესებული ხართ განავითაროთ თქვენი საქმიანობა.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" მოხარულნი იქნებიან გაგიწიონ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სრული მომსახურება ნებისმიერ ქვეყანაში ან განმცხადებლის მიერ შერჩეული ქვეყნების ჯგუფში. ჩვენ შევასრულებთ სასაქონლო ნიშნის მოწმობის მისაღებად საჭირო ყველა სამუშაოს თქვენს მიერ შერჩეულ ქვეყნებში.

ჩვენი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო და ეროვნული განაცხადების შეტანის საკითხებში დსთ-ს ქვეყნების, ევროპისა და სხვა უცხო ქვეყნის პატენტრწმუნებულებთან თანამშრომლობით, საშუალებას გვაძლევს წარმატებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები რუსეთის საზღვრებს გარეთ. მოსკოვში არსებული ჩვენი ოფისი საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ჩვენი კლიენტებისთვის დამატებითი უპირატესობები რუსეთის ტერიტორიაზე რეგისტრაციის შემთხვევაში.

საზღვარგარეთ სასაქონლო ნიშანზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა შეიძლება განხორციელდეს, როგორც თითოეულ შერჩეულ ქვეყანაში განაცხადების შეტანის გზით, ასევე საერთაშორისო განაცხადის შეტანით აღნიშნულ ქვეყნებში შემდგომი სამართლებრივი დაცვის მოპოვებით.

დღეისათვის, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ საზღვარგარეთ სასაქონლო ნიშანზე სამართლებრივი დაცვის მოპოვებით, ამისათვის არსებობს სამი გზა:


სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია თითოეული შერჩეული ქვეყნის ეროვნულ უწყებაში

აღნიშნული პროცესი ხორციელდება შერჩეული ქვეყნების ეროვნულ უწყებებში, შემდგომი რეგისტრაციით შესაბამისი ქვეყნის საპროცედურო წესის გათვალისწინებით. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მიზანშეწონილია ისეთ შემთხვევაში, თუ გსურთ თქვენი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მცირე რაოდენობის ქვეყნებში (1-3 ქვეყანა) ან თქვენს მიერ შერჩეული ქვეყნები არ შედის მადრიდის სისტემაში.


რეგისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებში (ევროკავშირის სასაქონლო ნიშანი)

ეს პროცედურა ეკონომიკურად გამართლებულია, თუ რეგისტრაცია ხორციელდება 2-ზე მეტ ქვეყანაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდის სისტემის მიხედვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვას, რაც ბოლო დროს ყველაზე მოთხოვნადია.


სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაცია მადრიდის სისტემის გამოყენებით

განაცხადი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე მადრიდის სისტემის შესაბამისად, შეიძლება შეტანილ იქნას მხოლოდ ეროვნული რეგისტრაციის / განაცხადის არსებობისას. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე შეიძლება შეტანილ იქნას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროში, რაც საშუალებას იძლევა უზრუნველყოფილ იქნას სამართლებრივი დაცვა რამდენიმე ქვეყანაში (მონაწილე ქვეყნების სია) ერთი საერთაშორისო განაცხადის შეტანის გზით. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო განაცხადში უნდა იქნას მითითებული იმ ქვეყნების სია, სადაც განმცხადებელს სურს სამართლებრივი დაცვის მოპოვება. აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს სასაქონლო ნიშანზე სამართლებრივი დაცვის მოპოვებისა და უფლებების შემდგომი მართვის წესს, ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება მხოლოდ საერთაშორისო განაცხადის მასალებში, მათ შორის, დაცვის დოკუმენტის მოქმედების გაგრძელებაც. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მადრიდის სისტემის მიხედვით ამცირებს ფორმალური მოთხოვნების რაოდენობას და მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესის მსვლელობისას მიღებული ყველა სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენამდე, რეკომენდებულია სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული და სარეგისტრაციოდ შეტანილ სასაქონლო ნიშნებთან იდენტურობის დადგენისა და მსგავსების შემოწმება.

არსებობს ღია საძიებო სისტემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით სასაქონლო ნიშნის მოძიება და გადამოწმება. ასეთი დამოუკიდებელი ძიება იძლევა სურათს, თუ რომელი სასაქონლო ნიშნებია უკვე რეგისტრირებული და გამოიყენება საქმიანობის მოცემულ სფეროში ან თუკი არსებობს უკვე რამდენიმე სახეობის ნიშანი, ასეთ შემთხვევაში, ძიება ხელს შეუწყობს არახელსაყრელი ნიშნის გამორიცხვას.