დღესდღეობით, ევროკავშირის ქვეყნებში დიზაინის სამართლებრივი დაცვა შესაძლებელია სამი გზით: თქვენთვის საინტერესო ქვეყანაში ეროვნული პატენტის რეგისტრაციისა, ევროკავშირის რეგიონალური დიზაინის რეგისტრაციის მეშვეობით და დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის მეშვეობით ჰააგის შეთანხმების შესაბამისად.
ეროვნული პატენტის რეგისტრაცია
საპატენტო დაცვის მოპოვების ეს გზა სასურველია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი დაინტერესებულია ევროკავშირის ერთ ან ორ კონკრეტულ ქვეყანაში დაცვის მოპოვებით. ამ გზის არჩევით, განმცხადებელი ზოგავს რესურსებს აღნიშნული პროცედურის შედარებით დაბალი ღირებულების გამო. თუმცა, ეროვნული პროცედურის მიხედვით დაპატენტების შემთხვევაში, საგანაცხადო მასალების მომზადებისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თქვენთვის საინტერესო თითოეული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის სპეციფიკა.
ევროპის თანამეგობრობის დიზაინის რეგისტრაცია
ევროკავშირის ტერიტორიაზე ეროვნული რეესტრების პარალელურად, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში, ასევე მოქმედებს დიზაინზე (Community Design) რეგისტრაციის მოპოვების ევროკავშირის ერთიანი სისტემა, რომელიც მის ერთიან დაცვას უზრუნველყოფს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე, რაც საშუალებას იძლევა აღნიშნული პროცედურა ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, აგრეთვე დიზაინის ინდივიდუალური შემქმნელებისთვის.
ამ სისტემის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი განაცხადის ერთ ენაზე წარდგენისა და ერთჯერადი საფასურის გადახდის მეშვეობით, განმცხადებელს დიზაინის რეგისტრაციისას ენიჭება უფლებები, რომლებიც ავტომატურად მოქმედებს ევროკავშირის 28 ქვეყნის ტერიტორიაზე. ამავე დროს, თუ რომელიმე ქვეყანა შეუერთდება ევროკავშირს, დიზაინის სამართლებრივი დაცვა ავტომატურად მთლიანად გავრცელდება ახლად შემოერთებული ქვეყნის ტერიტორიაზე.
ევროკავშირში დიზაინის რეგისტრაციისთვის განაცხადები წარედგინება სპეციალურ ორგანოში, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების რეგისტრაციებზე, რომელიც ადრე ცნობილი იყო შიდა ბაზარზე ჰარმონიზაციის შესახებ უწყების სახელწოდებით (OHIM), ხოლო 2016 წლის 23 მარტიდან ეწოდა უწყება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUIPO).
ევროკავშირში დიზაინების რეგისტრაციის სისტემის თანახმად, არსებობს დაცვის ორი განსხვავებული ფორმა: ევროკავშირის არარეგისტრირებული და რეგისტრირებული დიზაინები.
ევროკავშირის არარეგისტრირებულ დიზაინში, განმცხადებლები უპირატესობას აღმოაჩენენ მრეწველობის იმ დარგებიდან, რომლებიც აწარმოებენ მოკლევადიანი დიზაინების დიდ რაოდენობას, როგორიცაა მაგალითად, ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი, დროის მოკლე პერიოდების განმავლობაში, რომელთა შედეგად მხოლოდ რამდენიმე მათგანი შეიძლება საბოლოოდ დაინერგოს სამრეწველო წარმოებაში.
ევროკავშირის არარეგისტრირებული დიზაინი დაცულია სამი წლის განმავლობაში მოცემულ რეგიონში მისი პირველი გამოქვეყნების დღიდან. ამასთან, დიზაინი ითვლება გამოქვეყნებულად ევროკავშირში, იმ შემთხვევაში, თუ იგი იყო გამოქვეყნებული, გამოფენილი, ჩართული სავაჭრო მიმოქცევაში ან სხვა გზით გახდა საჯაროდ ცნობილი, რის შედეგადაც ამის შესახებ ცნობილი გახდა იმ წრეებში, რომლებიც სპეციალიზირდება ევროკავშირის მრეწველობის აღნიშნულ დარგში. ამრიგად, სამართლებრივი დაცვა, ევროკავშირში საყოველთაოდ ხელმისაწვდომ დიზაინზე, ძალაშია რეგისტრაციისა და შესაბამისი საფასურის გადახდის გარეშეც.
ამავდროულად, განსხვავებით არარეგისტრირებული დიზაინისგან, ევროკავშირის რეგისტრირებული დიზაინი განსაკუთრებულ უფლებას ანიჭებს მფლობელს გამოიყენოს იგი ანუ რეგისტრაცია საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული დაცული ხელნაკეთი საგნის გამოყენება მესამე მხარის მიერ, მისი მფლობელის თანხმობის გარეშე. არარეგისტრირებული დიზაინის შემთხვევაში, ხელნაკეთი საგნის მფლობელს უფლება აქვს აუკრძალოს მესამე პირებს, რომ გამოიყენოთ იგი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გამოყენება აშკარად წარმოადგენს დაცული დიზაინის კოპირების შედეგს. ამასთან, მესამე მხარის მიერ ანალოგიური ხელნაკეთი საგნის შექმნა, დამოუკიდებელი სამუშაოების შედეგად, არ ჩაითვლება კოპირებულად და შესაბამისად, არარეგისტრირებული დიზაინის მფლობელის ექსკლუზიური უფლებების დარღვევადაც.
განაცხადი ევროკავშირში დიზაინის რეგისტრაციისთვის უნდა შეიცავდეს დიზაინის (დიზაინების) გამოსახულებებს, ამასთან, განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ხელნაკეთი საგნების ვარიანტებს, იმ პირობით, რომ ყველა ისინი ეხება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთი და იმავე კლასს (ლოკარნოს კლასიფიკაცია). საქმის წარმოების ენას შეიძლება წარმოადგენდეს ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის ენა.
ევროკავშირში დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადაა ხუთი წელი განაცხადის შეტანის დღიდან. ამასთან, კანონიერმა მფლობელმა შეიძლება გააგრძელოს დაცვის ვადა ერთი ან რამდენიმე ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, რეგისტრაციის მოქმედების მაქსიმალური ვადის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 25 წელს განაცხადის შეტანის დღიდან. დიზაინის რეგისტრაციის მოპოვების ვადა ევროკავშირში, საგანაცხადო დოკუმენტაციის სათანადოდ გაფორმების შემთხვევაში, შეადგენს- 2-4 თვეს.
დიზაინის მოქმედება შეიძლება გასაჩივრებულ იქნას მესამე პირების მიერ პატენტის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე შესაბამისი განცხადების შეტანის გზით ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში. დიზაინზე პატენტის გაუქმების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენ სტატიაში.
ევროკავშირში (ვილნიუსი, ლიტვა) შესაბამისი უწყების არსებობის წყალობით, კომპანიას "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები", აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს განმცხადებლის ინტერესები ინტელექტუალური საკუთრების ევროპის უწყებების წინაშე ევროპის პატენტრწმუნებულებისთვის მიმართვის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ევროკავშირში დიზაინის რეგისტრაციის ღირებულებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაცია ჰააგის სისტემით
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის დიზაინის რეგიონალური რეგისტრაციის გარდა, ასევე არსებობს დიზაინზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა დიზაინების საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის სისტემის თანახმად. ნაკეთობაზე სამართლებრივი დაცვის მოპოვების ეს გზა მიზანშეწონილია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა რეგიონებიდან დიზაინზე რეგისტრაციის მოპოვების აუცილებლობის შემთხვევაში.
იმავდროულად, ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ამ ეტაპზე ჰააგის შეთანხმებას ხელი მოაწერეს 73-მა ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციამ, თუმცა საერთაშორისო სისტემის მიხედვით დიზაინის რეგისტრაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ განმცხადებლებისთვის ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნებიდან. მაგალითად, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არ არის ჰააგის შეთანხმების მონაწილე, განმცხადებლები რუსეთიდან ვერ ისარგებლებენ ამ სისტემის მიხედვით არსებული საპატენტო დაცვის უპირატესობებით.
ჰააგის შეთანხმება ასევე ამარტივებს დიზაინების რეგისტრაციას, რადგანაც იგი ხორციელდება ცენტრალიზებულად ისმო-ს მეშვეობით შეთანხმებაში მონაწილე ყველა არჩეული ქვეყნის მიმართებაში. საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება უშუალოდ ისმო-ს მეშვეობით, მოიცავს, მაგალითად, რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა რეგისტრაციასთან, დიზაინზე ან მის ნაწილზე უფლებების გადაცემის რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და სხვა.
დიზაინზე საერთაშორისო განაცზადის წარდგენა შესაძლებელია ისმო-ს საერთაშორისო ბიუროში ან უშუალოდ განმცხადებლის ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში, თუკი ამას ითვალისწინებს აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობა. თუმცა პრაქტიკაშ საერთაშორისო რეგისტრაციაზე თითქმის ყველა განაცხადი შეაქვთ საერთაშორისო ბიუროში, ამასთან განაცხადების უმეტესობა შეაქვთ ისმო-ს ვებ გვერდზე არსებული ელექტრონული სისტემების გამოყენებით.
საერთაშორისო განაცხადები შეიძლება შეიცავდეს 100 ნიმუშს, იმ პირობით, რომ ყველა მათგანი, როგორც ევროკავშირის განაცხადების შემთხვევაში, განეკუთვნება ერთ და იგივე კლასს ლოკარნოს კლასიფიკაციის მიხედვით. განმცხდებელს საშუალება ეძლევა აირჩიოს განაცხადის შეტანა ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებს შორის. საერთაშორისო განაცხადი უნდა შეიცავდეს დიზაინის და აღნიშვნების ერთ ან რამოდენიმე გამოსახულებას, სულ-მცირე, ერთი ქვეყნიდან/რეგიონალური ორგანიზაციიდან, რომელშიც იგეგმება დიზაინზე სამართლებრივი უფლებების მოპოვება.
მინიჭებული დაცის ვადა განისაზღვრება ხუთი წლით და შეიძლება გაგრძელდეს დამატეით ხუთი წლით ერთჯერ ან მეტჯერ შეთანხმების მონაწილე ქვეყნის/ორგანიზაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული დიზაინზე არსებული მაქსიმალური მოქმედების ვადის მიღწევამდე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰააგის სისტემით სარგებლობის გამარტივების მიზნით ნაკლებად განვიარებული ქვეყნებიდან დიზაინების შემქმნელებისათვის საფასურები და მოსაკრებლები შემცირებულია დადგენილი საფასურების 10%-მდე.
როგორც ავღნიშნეთ, ჰააგის სიტემა ასევე ითვალისწინებს ევროკავშირში დიზანის რეგისტრაციის შესაძლებლობას ევროკავშირი უწყების არჩევის პირობით მონაწილე-ორგანიზაციის სახით, სადაც განმცხადებელი გეგმავს დიზაინზე სამართლებრივი დაცვის მოპოებას.
ევროკავშირში დიზაინის რეგისტრაციის ვადა ჰააგის სიტემით შეადგენს – დაახლოებით 6 თვეს. ევროკავშირში დიზაინის რეგისტრაციის მაქსიმალური ვადა ჰააგის სიტემით შეადგენს– 25 წელს განაცხადის შეტანის თარიღიდან, რეგისტრაციის დროული ძალაში შენარჩუნების პირობით.
კომპანია „მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები“- ის სპეციალისტები მოხარულნი იქნებიან გაგიწიონ კვალიფიციური კონსულტაცია, ასევე მოგაწოდოთ დეტალური ანგარიში საფასურების შესახებ თქვენი ხელნაკეთი საგნის დიზაინის სახით დასარეგისტრირებლად ევროკავშირში და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად.