სასაქონლო ნიშნის უფასო ონლაინ შემოწმება იდენტურობაზე და მსგავსებაზე — სასაქონლო ნიშნის ძიება საქართველოში
სასაქონლო ნიშნების ძიება საქართველოში, პირველ რიგში, საჭიროა ნიშნის რეგისტრაციის პირველ ეტაპზე. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ შეიძლება დარეგისტრირდეს უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების იდენტური ან აღრევის დონემდე მსგავსი აღნიშვნები. ამიტომ საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე ჩვენი კომპანიის სპეციალისტების რეკომენდაციით სასურველია ჩატარდეს ძიება განცხადებული აღნიშვნის იდენტურობაზე და მსგავსებაზე უკვე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებთან და შეტანილ განაცხადებთან მიმართებაში, რაც ხელს შეუწყობს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის ალბათობის შემცირებას.
სასაქონლო ნიშნის ონლაინ შემოწმება დაეხმარება განმცხადებელს დროის და თანხების დაზოგვაში, რადგან სერვისით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია 24/7. ჩვენი სასაქონლო ნიშნების ონლაინ მონაცემთა ბაზა შეიცავს ინფორმაციას ეროვნული პროცედურით საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების შესახებ, ასევე შეტანილ განაცხადებზე, რომლებმაც გაიარეს ფორმალური ექსპერტიზა. სასაქონლო ნიშნების ძიების ჩვენი სერვისი რეგულარულად განახლებადია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე სასაქონლო ნიშნების შესახებ ინფორმაციის ყოველი გამოქვეყნების შემდეგ.
სასაქონლო ნიშნის შესამოწმებლად, შესაბამის ველში უნდა შეიყვანოთ მისი დასახელება, შეარჩიეთ კლასები საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით, რომლის მიხედვითაც იგეგმება მისი რეგისტრაცია და დააჭირეთ ღილაკს „ძიება“.
აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ვებ – გვერდზე სასაქონლო ნიშნის დამოუკიდებელი ონლაინ შემოწმება აქტუალურია მისი რეგისტრაციის წინა ეტაპზე, კერძოდ, როდესაც ხდება საქონლის / მომსახურების სახელწოდების არჩევა, რომელთა მიმართაც არის / იქნება განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა, კომპანიის ლოგოტიპის შემუშავებისას და ა.შ.
უშუალოდ უწყებაში განაცხადის შეტანამდე უმჯობესია ჩატარდეს სრულყოფილი ძიება სასაქონლო ნიშნის იდენტურობაზე და მსგავსებაზეა, რაც მოიცავს სასაქონლო ნიშნის არა მარტო ლინგვისტური, არამედ ფონეტიკური და სემანტიკური მახასიათებლების შემოწმებას. ჩვენი კომპანიის სპეციალისტები შეადგენენ ძიების სრულ ანგარიშს, რომელშიც მითითებული იქნება ყველა სასაქონლო ნიშანი, რომელიც შეიძლება იქცეს დაბრკოლებად განცხადებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის, ასევე ანგარიში ასახული იქნება ჩვენი ექსპერტების შეფასება ზოგადად ნიშნის რეგისტრაციის შანსების შესახებ. სასაქონლო ნიშნის იდენტურობაზე და მსგავსების სრული ძიების ჩატარების შესაკვეთად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ თქვენთვის ნებისმიერი მოსახერხებელი საშუალებით.