Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

დიზაინის დაპატენტების თავისებურებები აშშ-ში

აშშ-ში დიზაინი წარმოადგენს დიზაინერულ გადაწყვეტას, რომელიც მდგომარობს ვიზუალურ დეკორატიულ მახასიათებლებში, რომლებიც განხორციელებულია ან გამოყენებულია წარმოების პროდუქტში (ნაკეთობაში). დიზაინი წარმოადგენს პროდუქტის განუყოფელ ნაწილს და მისგან ცალკე ვერ იარსებებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიზაინი დაცულია პატენტით (design patent), რომლის მოქმედების ვადა შეადგენს 15 წელს პატენტის გაცემის თარიღიდან. დიზაინზე პატენტით დაცულია მხოლოდ პროდუქტის გარეგნული იერსახე დაცვა არ ვრცელდება მის სტრუქტურულ მახასიათებლებზე ან ტექნიკურ ფუნქციებზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიზაინის დასარეგისტრირებელად საჭიროა განაცხადის (Design Patent Application) შეტანა ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებაში (USPTO).

დიზაინის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

  1. განაცხადის თანმხლები ფორმა (design application transmittal form), რომელიც შეიცავს შესატანი დოკუმენტების ჩამონათვალს.
  2. საფასურის გადახდის ბლანკი (fee transmittal form) (განაცხადის წარდგენისას აუცილებელია მოხდეს განაცხადის შეტანის, ძიების ჩატარების და ექსპერტიზის ოფიციალური საფასურების გადახდა. თუ განმცხადებელი წარმოადგენს მცირე საწარმოს ან ინდივიდუალურ პირს, ოფიციალური საფასურის ოდენობა მცირდება ნახევრამდე).
  3. განაცხადის საინფორმაციო ბლანკი (application data sheet).
  4. განცხადებული დიზაინის აღწერილობა.
  5. ნახაზები ან ფოტოები (დიზაინის გამოსახულება).
  6. დეკლარაცია, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებს საკონტაქტო ინფორმაციას, ყველა ავტორის სახელს, აცხადებს სურვილს უცხოური პრიორიტეტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უპირატესობის მოსაპოვებლად და ასევე ოფიციალურად ადასტურებს აღნიშნული ავტორების ნამდვილობას.

დიზაინზე პრიორიტეტის უფლება გათვალისწინებულია პარიზის კონვენციით. ეს უფლება ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთ მონაწილე სახელმწიფოში (მაგალითად, რუსეთში) შეტანილი სწორად გაფორმებული პირველი განაცხადის საფუძველზე (6 თვე დიზაინისთვის), განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს დაცვა ნებისმიერ სხვა მონაწილე სახელმწიფოში.

დიზაინის აღწერილობა მოიცავს შემდეგს:

  1. პრეამბულა, რომელშიც მითითებულია განმცხადებლის სახელი, დიზაინის სახელწოდება (როგორც წესი, შეესაბამება პროდუქტის დასახელებას) პროდუქტის არსისა და მისი სავარაუდო გამოყენების მოკლე აღწერილობა, რომელშიც განხორციელებულია განცხადებული დიზაინი.
  2. ჯვარედინი მითითებები მონათესავე განაცხადებზე (თუ ისინი არ არის ჩამოთვლილი განაცხადის ფორმაში).
  3. ინფორმაცია აშშ-ს ფედერალური ხელისუფლების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განცხადებული ობიექტის შემუშავებაზე.
  4. ნახაზების აღწერილობა.
  5. დიზაინის დამახასიათებელი ნიშნების აღწერილობა.
  6. ფორმულის ერთი მუხლი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის საპატენტო კანონმდებლობა დიზაინის გამოსახულებების მიმართ საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს აყენებს.

ვინაიდან დიზაინის გამოსახულება განსაზღვრავს დაცვის ფარგლებს, საგანაცხადო მასალები უნდა შეიცავდეს გამოსახულებათა იმ რაოდენობას, რომელიც სრულად, ნათლად და ზუსტად განსაზღვრავს დიზაინის გამოსახულებას. როგორც წესი, ნახაზები უნდა იყოს შესრულებული შავ-თეთრ ფერში და შეიცავდეს 7 ხედს: წინა და უკანა, ზედა და ქვედა ხედი, გვერდ ხედი (მარჯვენა და მარცხენა) ხედი პერსპექტივაში. ასევე დაშვებულია გადიდებული, დეტალური ხედის ჩართვა. გამოსახულებები უნდა იყოს სათანადო ხარისხის და გაფორმებული დადგენილი ფორმალური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო ელემენტების კონტურები, ხაზები და ჩრდილები უნდა იყოს შესრულებული აშშ-ს საპატენტო კანონის შესაბამისი წესების და სტანდარტების გათვალისწინებით.

ამასთანავე, განაცხადის მასალებთან ერთად, შეტანისას აუცილებელია ოფიციალური საფასურების გადახდა. თუ განმცხადებელი მცირე საწარმოა ან ინდივიდუალური პირია, ასეთ შემთხვევაში, ოფიციალურ საფასურის ოდენობა ნახევრდება.

აშშ-ში დიზაინის პატენტის რეგისტრაციის პროცედურა საშუალოდ 2-3 წელიწადს გრძელდება და ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს:

1. განაცხადის წარდგენა

როდესაც USPTO-ში მიღებულია საგანაცხადო მასალების სრული კომპლექტი, აგრეთვე გადახდილია ყველა საჭირო მოსაკრებელი, განაცხადს ენიჭება ნომერი და შეტანის თარიღი.

2. ექსპერტიზა

საგანაცხადო მასალების ფორმალური მოთხოვნების შემოწმებასთან ერთად, აშშ-ს დიზაინის განაცხადი ასევე გაივლის საკვალიფიკაციო არსობრივ ექსპერტიზას. აღნიშნულ ეტაპზე, დიზაინს ამოწმებენ პატენტუნარიანობის კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე - სიახლეზე და ორიგინალობაზე. დიზაინი ახალია, თუ მისი არსებითი მახასიათებლების ნაკრები არ გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი განაცხადის შეტანის თარიღამდე ან პრიორიტეტის თარიღამდე, თუ მისი არსებითი მახასიათებლების ერთიანობა არ არის ცხადი სპეციალისტისთვის არსებული ტექნიკის დონის გათვალისწინებით.

ექსპერტიზა ატარებს წინასწარ ძიებას ტექნიკის დონის მიხედვით, რომელიც მოიცავს, როგორც საპატენტო, ასევე არა-საპატენტო ლიტერატურას. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდება შეუსაბამობა აშშ საპატენტო კანონით გათვალისწინებული საგანაცხადო მასალების მოთხოვნების მიმართ ან აღმოჩენილი იქნება არსებული ტექნიკის დონეში მსგავსი გადაწყვეტები, განმცხადებელს ეგზავნება ექსპერტიზის არა-საბოლოო დასკვნა (non-final action) მათ აღმოსაფხვრელად მიმართული შესაბამისი შენიშვნებითა და შეთავაზებებით. განმცხადებელს უფლება აქვს მოახდინოს რეაგირება ექსპერტიზის გადაწყვეტილებაზე და შეასწოროს საგანაცხადო მასალები 3 თვის განმავლობაში. თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია აღწერილობასთან და ნახაზებთან შეიძლება ჩაითვალოს, როგორც დიზაინის თავდაპირველად შეტანილი მასალის ფარგლებისგან აცდენილი და არ იქნას მიღებული ექსპერტიზის მიერ, შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საგანაცხადო მასალების შედგენასა და გაფორმებას.

თუ განმცხადებელი არა-საბოლოო დასკვნის საპასუხოდ არ აღმოფხვრის ყველა დარღვევას, ექსპერტიზამ შეიძლება გამოაგზავნოს საბოლოო დასკვნა (final action), რომელიც ნიშნავს განაცხადზე საქმის წარმოების დასრულებას. ამ შემთხვევაში, განმცხადებელს აქვს ორი ვარიანტი გააგრძელოს წარმოება: 1) მიმართოს აპელაციას, 2) შეიტანოს განაცხადი საქმის წარმოების გაგრძელებაზე, (continued prosecution application (CPA)), რომელიც სრულად უნდა ეფუძნებოდეს თავდაპირველად შეტანილ განაცხადს და არ უნდა სცდებოდეს თავდაპირველად შეტანილ მასალებს. CPA განაცხადის შემთხვევაში, ნარჩუნდება თავდაპირველად შეტანილი განაცხადის პრიორიტეტის უფლება, ხოლო ექსპერტიზა აღნიშნულ განაცხადზე ტარდება შედარებით უფრო მოკლე დროში. აპელაცია ან განაცხადი, რომლის მეშვეობითაც გრძელდება საქმის წარმოება დოკუმენტებზე უნდა იქნას შეტანილი საბოლოო დასკვნის გაგზავნიდან 3 თვის ვადაში.

ექსპერტიზის დასკვნაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ დასკვნაზე პასუხი უნდა იქნას წარდგენილი დასკვნის გაგზავნიდან არა უგვიანეს 6 თვისა.

ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე, USPTO აგზავნის პატენტის გაცემის ან პატენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას.

3. პატენტის გაცემა

განმცხადებელის მიერ პატენტის გაცემის საფასურის გადახდის შემდეგ, USPTO მფლობელს გადასცემს დაცვის დოკუმენტს.

გარდა ამისა, აშშ წარმოადგენს ერთ-ერთ ქვეყანას, რომელშიც ძალაში შევიდა ჰააგის კონვენციის დებულებები დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც განმცხადებლებს საშუალება ეძლევათ მოახდინონ დიზაინის რეგისტრაცია ერთი განაცხადის წარდგენით საერთაშორისო ბიუროში WIPO, რაც მის მფლობელს საშუალებას აძლევს დაიცვას საკუთარი დიზაინი ისე, რომ თავიდან აიცილოს ფორმალობები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ქვეყნებთან თუ რეგიონებთან.

კომპანია "მიხაილიუკი სოროკოლატი და პარტნიორები" გთავაზობთ აშშ-ში დიზაინის დაპატენტებისთვის საჭირო მომსახურებას.

განაცხადის შეტანა ხორციელდება უშუალოდ USPTO-ში განმცხადებელის სახელით, აშშ-ს პატენტრწმუნებულებთან თანამშრომლობის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაპატენტების ღირებულებას. აშშ-ში ჩვენი გრძელვადიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს წარმატებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები აღნიშნულ სფეროში.

"მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" უზრუნველყოფს პატენტის მიღებასთან და მის ძალაში შენარჩუნებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების მსვლელობისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.