Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ახორციელებს აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყება - USPTO (United States Patent and Trademark Office). განაცხადის შეტანა შეუძლია, როგორც შეერთებული შტატების რეზიდენტს, ასევე არა-რეზიდენტსაც. რეგისტრაციის პროცედურა, როგორც წესი, გრძელდება დაახლოებით 1, 5 წელი. როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე აშშ-ში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არ წარმოადგენს სავალდებულოს აღნიშნულ ტერიტორიაზე. თუმცა, ამასთან ერთად ასეთი ფედერალური რეგისტრაცია უდავო უპირატესობებს წარმოშობს. პირველ რიგში, აღნიშნული უპირატესობა გულისხმობს სასაქონლო ნიშანზე უფლებების დაცვას მესამე მხარის მიერ მათი დარღვევის შემთხვევაში, რადგან სასაქონლო ნიშნის მფლობელს ენიჭება ექსკლუზიური უფლება სასაქონლო ნიშანზე და შეუძლია გამოიყენოს იგი საკუთარი შეხედულებისამებრ რეგისტრირებული და ერთგვაროვანი საქონლის და/ან მომსახურების მიმართებაში.

გარდა ამისა, სასაქონლო ნიშნის მფლობელს შესაძლებლობა აქვს აუკრძალოს მესამე მხარეს ერთგვაროვანი საქონლის / მომსახურების მსგავსი ნიშნების რეგისტრაცია.


აღნიშვნების სახეობები, რომლებსაც აშშ-ში არ ენიჭებათ სამართლებრივი დაცვა:

  • ნიშნები, რომლებიც შედგება ან შეიცავს ამორალური ხასიათის ელემენტებს;
  • ნიშნები, რომლებიც შედგება ან შეიცავს ამერიკის ან სხვა ქვეყნების დროშის, ემბლემისა და სხვა სახელმწიფო ემბლემების გამოსახულებას;
  • ნიშნები, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებლები;
  • აღწერილობითი ნიშნები;
  • ნიშნები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია;
  • ნიშნები, რომლებიც შედგება ან მოიცავს სახელს, პორტრეტს, ცნობილი პიროვნებების ხელმოწერას მათი თანხმობის გარეშე.

აშშ-ში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებისა და სარეგისტრაციოდ შეტანილი განაცხადების მონაცემთა ბაზა შესაძლებელია იხილოთ ბმულზე.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" ახორციელებს პირდაპირ საქმის წარმოებას ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებაში, უცხოელი პატენტრწმუნებულების მომსახურებებით სარგებლობის გარეშე, რაც უშუალო კონტროლის საშუალებას იძლევა რეგისტრაციის ყველა ეტაპზე, ისევე როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების ღირებულებას აშშ-ში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის.


აშშ-ში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თავისებურებანი

მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოქმედებს 10 წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის თარიღიდან, შეერთებულ შტატებში აღნიშნული პერიოდის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღიდან. სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 10 წლით განუსაზღვრელი რაოდენობით.

აშშ-ში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულება იწყება 868 აშშ დოლარიდან. ამ ღირებულებაში შედის დეკლარაციების წარდგენა სასაქონლო ნიშნის გამოყენების შესახებ (Declaration of Use).

ერთ-ერთ ძირითად თავისებურებას წარმოადგენს განაცხადის შეტანისთვის საფუძველის შერჩევა. აშშ-ს კანონმდებლობაში არსებობს რამდენიმე დებულება, რომელიც აღწერს განაცხადის შეტანის საფუძველს, კერძოდ:

  1. კომერციული გამოყენება (Use in commerce) - განაცხადის შეტანის დროისათვის სასაქონლო ნიშანი კომერციულად უკვე გამოიყენება აშშ-ს ტერიტორიაზე;
  2. გამოყენების განზრახვა (Intend to use) - განაცხადი შეაქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასაქონლო ნიშნის ფაქტობრივი კომერციული გამოყენების დაწყებამდე. განაცხადის წარდგენისას შეაქვთ შესაბამისი დეკლარაცია ნიშნის გამოყენების განზრახვის შესახებ, თუმცა, სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე ნებართვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 6 თვის ვადაში (Notice of Allowance) უნდა იქნეს წარდგენილი დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს ნიშნის კომერციული გამოყენების დაწყებას. თუ ასეთი დეკლარაცია არ იქნება წარდგენილი 6 თვის პერიოდის განმავლობაში, განმცხადებელს შეუძლია განაცხადის შეტანის გზით, გააგრძელოს ამგვარი დეკლარაციის წარდგენის ვადა კიდევ 6 თვით;
  3. უცხოური განაცხადი (პარიზის კონვენციის საფუძველზე) - პარიზის კონვენციის მონაწილე სხვა ქვეყანაში უკვე შეტანილი განაცხადი მსგავს ნიშანზე იგივე საქონლისა და / ან მომსახურებისათვის. აღნიშნული საფუძვლის გამოსაყენებლად განაცხადების შეტანისათვის, იგი უნდა იქნას შეტანილი აშშ-ში განაცხადის შეტანის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში;
  4. უცხოური რეგისტრაცია - იგივე საქონელისთვის ან / და მომსახურებისთვის მსგავსი ნიშანი უკვე რეგისტრირებულია სხვა ქვეყანაში;
  5. საერთაშორისო რეგისტრაცია (მადრიდის შეთანხმების საფუძველზე) - იმავე მსგავსმა ნიშანმა იგივე საქონლის ან / და მომსახურებისათვის მოიპოვა საერთაშორისო რეგისტრაცია და საჭიროა მოხდეს ტერიტორიული გაფართოება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ჩამოთვლილი საფუძვლები მხოლოდ ზოგად წარმოდგენას იძლევა განაცხადის შეტანის საფუძვლების შესახებ და არსებობს მრავალი თავისებურება, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული კონკრეტული შემთხვევისათვის.


სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ეტაპები აშშ-ში

სასაქონლო ნიშნის ფორმატის არჩევა: სტანდარტული, სტილიზებული ან ხმოვანი. საქონლისა და / ან მომსახურების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი.

წინასწარი ძიება USPTO-ში ადრე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მსგავსებაზე ან იდენტობაზე.

რეგისტრაციისთვის არსებული საფუძველის მითითება. განაცხადის წარდგენა. გადახდის საფასურის გადახდა.

თუ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს, მას ენიჭება სერიული ნომერი და აღნიშნული განაცხადი ეგზავნება ექსპერტებს ექსპერტიზის ჩასატარებლად. ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება. ექსპერტიზა განსაზღვრავს აკმაყოფილებს თუ არა განცხადებული აღნიშვნა დადგენილ მოთხოვნებს. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, 6 თვის განმავლობაში განმცხადებელს უფლება აქვს უწყებას დასაბუთებული პასუხი მიაწოდოს.

თუ განაცხადის რეგისტრაციაზე არ იქნა მიღებული უარი ან უარი დაძლეულ იქნა, ამ შემთხვევაში განაცხადი გამოქვეყნდება ოფიციალურ ბიულეტინში (Official Gazette-ყოველკვირეული გამოცემა USPTO). გამოქვეყნების დღიდან 30 დღის განმავლობაში (და სათანადო განაცხადის შეტანის შემთხვევაში - და უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში) ნებისმიერ პირს შეუძლია შეიტანოს საჩივარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის წინააღმდეგ.

წინააღმდეგობების არარსებობის ან მათი წარმატებული დაძლევის შემთხვევაში, ნიშნის გამოყენების საფუძველზე, უცხოური რეგისტრაციის ან საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე გაიცემა მოწმობა რეგისტრაციაზე.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შეტანილ იქნა გამოყენების განზრახვის საფუძველზე, განაცხადზე გაიცემა გადაწყვეტილება მოწმობის გაცემის შესახებ. გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 6 თვის განმავლობაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს სასაქონლო ნიშნის (Statement of Use) გამოყენების მტკიცებულება ან შუამდგომლობა ვადის გაგრძელების შესახებ მტკიცებულებების წარმოსადგენად.

თუ გამოყენების მტკიცებულებები შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს დაკმაყოფილების შემთხვევაში, განაცხადის საფუძველზე გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა.

რეგისტრაციის მოწმობის მიღების შემდეგ, სასაქონლო ნიშნის მფლობელი ხდება ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრირებული ობიექტის მფლობელი - სასაქონლო ნიშნის მფლობელი და უფლება აქვს განკარგოს იგი მისი საკუთარი შეხედულებისამებრ და ასევე ნება დართოს ან აუკრძალოს მესამე მხარეს ნიშნის გამოყენება.

შეერთებულ შტატებში ასევე არსებობს სასაქონლო ნიშნის სავალდებულო გამოყენების მოთხოვნა ყველა საქონლისა და / ან მომსახურების მიმართ, რომლისთვისაც დარეგისტრირდა ნიშანი. ამრიგად, სასაქონლო ნიშნის მოქმედების მეხუთე წელს წარმოდგენილი უნდა იქნას სასაქონლო ნიშნის გამოყენების შესახებ შესაბამისი დეკლარაცია (Declaration of Use) ან ახსნა-განმარტება და საპატიო მიზეზი გამოუყენებლობის შემთხვევაში (Excusable Nonuse).