Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

დიზაინის საერთაშორისო დაპატენტების პროცედურა

პატენტი მოქმედებს იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის საპატენტო უწყების მიერ არის გაცემული აღნიშნული პატენტი. პატენტით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებები დიზაინზე კანონით დაცულია იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის მიერაც გაიცა პატენტი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთში მიღებული პატენტი უზრუნველყოფს დაცვას მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე. თუ თქვენი ბიზნესის ინტერესების სფერო სხვა ქვეყნებში ვრცელდება, მიზანშეწონილი იქნება დაცვის დოკუმენტაციის მიღება აღნიშნულ ქვეყანაში და ამ გზით თქვენი უფლებების დაცვა.

კომპანია "მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" მოხარული იქნება გაგიწიოთ სრული მომსახურება დიზაინზე პატენტის მისაღებად ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის განმცხადებლისთვის. ჩვენ ვასრულებთ განაცხადის მომზადებასა და შემდგომ მასზე პატენტის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა სახის სამუშაოს თქვენს მიერ შერჩეულ ქვეყნებში.

ჩვენი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო და ეროვნული განაცხადების შეტანის საკითხებში დსთ-ს ქვეყნების, ევროპისა და სხვა უცხო ქვეყნის პატენტრწმუნებულებთან მჭიდრო ურთიერთობით, საშუალებას გვაძლევს წარმატებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები საზღვარგარეთ.

დღეისათვის, დიზაინზე სამართლებრივი დაცვის მოსაპოვებლად საზღვარგარეთ, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეიტანოთ განაცხადი შემდეგზე:


თქვენთვის საინტერესო ქვეყნის ეროვნული პატენტი.

ამისათვის, აუცილებელია განაცხადის შეტანა იმ ქვეყნის ეროვნულ უწყებაში, რომელშიც გსურთ დიზაინზე პატენტის მოპოვება.


დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაცია ჰააგის სისტემის მიხედვით.

აღნიშნული სისტემა დიზაინის მფლობელს საშუალებას აძლევს მის ნიმუშზე მოიპოვოს დაცვა რამდენიმე ქვეყანაში მხოლოდ ერთი განაცხადის შეტანით WIPO- ს საერთაშორისო ბიუროში მხოლოდ ერთ ენაზე და მოსაკრებლების მხოლოდ ერთი ნაკრების გადახდით ერთ ვალუტაში (შვეიცარული ფრანკები).

საერთაშორისო რეგისტრაციას თითოეულ შესაბამის ქვეყანაში აქვს იგივე ძალა, რაც თითოეულ ქვეყანში რეგისტრაციის განხორციელების შემთხვევაში ექნებოდა...


ევროკავშირის ქვეყნებში დიზაინის რეგისტრაცია (დიზაინი ევროპის თანამეგობრობის ქვეყნებში).

დიზაინის რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანა ხორციელდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (European Union Intellectual Property Office - EUIPO). აღნიშნული ოფისი მდებარეობს ესპანეთში ქალაქ ალიკანტეში.

ერთ ენაზე ერთი განაცხადის შეტანის მეშვეობით და ერთიანი საფასურის გადახდით, რეგისტრირებული დიზაინის მფლობელი მოიპოვებს ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერ დაცვას. რეგისტრირებული დიზაინის სამართლებრივი დაცვის მოქმედების ვადა განისაზღვრება განაცხადის შეტანის დღიდან 5 წლის ვადით და შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმალური ვადით 25 წლამდე.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირს შეუერთდება რომელიმე ახალი სახელმწიფო, რეგისტრირებული დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლები ავტომატურად გავრცელდება აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე.