Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

მცენარეთა ჯიშების რეგისტრაცია ყაზახეთში

ყაზახეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს მცენარეთა ჯიშების შემდეგ უფლებებს:

  • საავტორო უფლება მცენარის ჯიშზე;
  • ექსკლუზიური უფლება მცენარის ჯიშზე;
  • ნებართვა მცენარის ჯიშის გამოყენების შესახებ

მცენარის ახალ ჯიშზე ზემოაღნიშნული უფლებების მტკიცებულების სახით მოქმედებს შესაბამისად, მცენარის ჯიშზე გაცემული საავტორო მოწმობა, პატენტი და სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა.

ყაზახეთში მცენარეთა სელექციონერის უფლებების რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდება:

  • ზოგადი ინფორმაცია, როგორც ახალი ჯიშის, ასევე სელექციონერის (ების), განმცხადებლის (ების) და სხვა ქვეყნებში შეტანილი განაცხადების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ა.შ.
  • ტექნიკური კითხვარი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მცენარის ჯიშის მახასიათებლების, გამრავლების მეთოდის, ანალოგიური ჯიშისგან განმასხვავებელი ნიშნების, ზრდის განსაკუთრებული პირობების, ჯიშის ძირითადი გამოყენების და სელექციის სქემის შესახებ და ასევე ინფორმაციას გამოსაკვლევი მცენარეული მასალის და ა.შ. შესახებ.
  • პრიორიტეტული განაცხადის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • მონაცემები, განმცხადებლის მიერ სხვა ქვეყანაში ჩატარებულ ცდკებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • განმცხადებლის დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ჯიში არ არის გაყიდული და გამოყენებული, აგრეთვე სიახლის კრიტერიუმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიუსის მიერ აპოსტილით დამოწმებული მინდობილობა;
  • განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი განაცხადის შეტანის შესახებ, თუ განმცხადებელი და სელექციონერი არ არის ერთი და იგივე პირი;
  • მცენარისა და მისი ნაწილების ამსახველი ფოტომასალა, რომლებიც მიუთითებს ჯიშის მთავარ მახასიათებლებზე.

მცენარეთა ჯიშის რეგისტრაციის პროცედურა ყაზახეთში ტარდება შემდეგნაირად:

ყველა საჭირო დოკუმენტის შტანის შემდეგ, მცენარის ახალი ჯიშის შესახებ განაცხადი გაივლის ფორმალურ ექსპერტიზას, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით სამიდან ექვს თვემდე. ოფიციალური შეტყობინება ოფიციალური ექსპერტიზის შედეგად მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შესახებ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საგანაცხადო მასალები უზრუნველყოფილია ყაზახეთის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

წინასწარი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ იწყება არსობრივი ექსპერტიზა. არსობრივი ექსპერტიზა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1) საგანაცხადო მასალების ექსპერტიზა;

2) ახალი ჯიშის დასახელების ექსპერტიზა;

3) ექსპერტიზა მცენარის ჯიშის სიახლის შესახებ (მცენარის ან ცხოველის ჯიში ახალია, თუ პატენტის გაცემის შესახებ განაცხადის შეტანის თარიღისთვის მოცემული სელექციური მიღწევის თესლი ან სანაშენე მასალა არ იქნა გაყიდული ან სხვაგვარად გასხვისებული მესამე პირებზე, სელექციონერის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობით, ყაზახეთის ტერიტორიაზე სელექციური მიღწევის გამოყენების მიზნით ამ თარიღამდე ერთი წლით ადრე; ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ოთხი წლით ადრე ან ყურძნის ვაზის და დეკორატიული ხეების, ხილისა და ტყის ხეების შემთხვევაში, აღნიშნულ თარიღამდე ექვსი წლით ადრე. მე-4 მუხლი, ყაზახეთის კანონი, სელექციური მიღწევის დაცვის შესახებ);

4) ლაბორატორიული გამოკვლევა;

5) ახალი ჯიშის შესაბამისობა განმასხვავებელი ნიშნების, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის მოთხოვნების კრიტერიუმებთან;

6) ექსპერტიზა ეკონომიკურ სარგებლიანობაზე.

DHS-ის მიერ ექსპერტიზის ჩატარება შეიძლება საჭირო არ იყოს იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი უზრუნველყოფს სხვა ქვეყანაში ჩატარებული ტექნიკური ექსპერტიზის შედეგებს და ექსპერტი დაასკვნის, რომ მოწოდებული ინფორმაცია საკმარისია.

პატენტი მცენარის ჯიშზე გაიცემა შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად მიღებული დადებითი გადაწყვეტილების მიღების და პატენტუნარიანობის კრიტერიუმების მოთხოვნის შესაბამისობის შემთხვევაში, აგრეთვე ეკონომიკურ სარგებლობაზე ექსპერტიზის ჩატარების და შესაბამისი გრანტისა და რეგისტრაციისთვის განკუთვნილი საფასურის გადახდის შემდეგ.

თუ ახალი ჯიში არ აკმაყოფილებს სიახლის მოთხოვნას, მაგრამ გაიცემა დადებითი გადაწყვეტილება არსობრივი ექსპერტიზის შედეგად პატენტუნარიანობის დანარჩენი მოთხოვნების საფუძველზე, განმცხადებელი იღებს ნებართვას მცენარის ჯიშის გამოყენების შესახებ.

ექსკლუზიური უფლება მცენარის ჯიშზე არის ნებართვის ან / და აკრძალვის უფლება ან შემდეგი ღონისძიებების განხორციელება მცენარის ახალი ჯიშის მიმართ:

  • წარმოება და გამრავლება;
  • კონდიცირება გამრავლების მიზნით;
  • გაყიდვის, გასხვისების ან სხვა უფლებების გადაცემის შეთავაზება;
  • ექსპორტი;
  • იმპორტი;
  • სანაშენე მასალის დათესვა ზემოაღნიშნული მიზნებისთვის.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურებას ყაზახეთში მცენარეთა ახალი ჯიშების რეგისტრაციის შესახებ. ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვმართოთ.