Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

პატენტის მიღების პროცედურა აშშ-ში

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვის დოკუმენტების მიღების თვალსაზრისით შეერთებული შტატები წლიდან წლამდე წამყვან პოზიციებს იკავებს. ამგვარად, სტატისტიკაზე დაყრდნობით აშშ-ს საპატენტო უწყების მონაცემების მიხედვით, 2017 წლის პირველ ნახევარში 185 000-ზე მეტი დაცვის დოკუმენტი იქნა გაცემული.

ადგილობრივი და უცხოელი განმცხადებლების მიერ ამერიკული პატენტების მიღების დიდი ინტერესი აშკარაა. აგრეთვე, აშშ-ის კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, ეფექტურად იცავს აღნიშნულ ქვეყანაში მიღებული დაცვის დოკუმენტების მფლობელთა ინტერესებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ორგანოს, რომელიც არეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციას და დაცვას, წარმოადგენს აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყება (USPTO). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2011 წლის 16 სექტემბრიდან ამერიკის მთავრობამ დაამტკიცა საპატენტო რეფორმა (America Invents Act - AIA), რომლის მიზანიც აშშ-ს საპატენტო კანონის ჰარმონიზაციაა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებთან ერთად.


აშშ-ში დაპატენტების თავისებურებანი

აშშ-ის პატენტებისა და მათი მოპოვების პროცედურა ხასიათდება რიგი განსხვავებებით ზოგადად მიღებული საპატენტო სისტემისაგან, რაც მდგომარეობს შემდეგში:

  1. აშშ-ში, განმცხადებელი ვალდებულია აცნობოს უწყებას ტექნიკის დონესთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაციის თაობაზე, რომელიც გახსნილია გამოგონების განაცხადში, რაც ცნობილი გახდა საქმის წარმოების პროცესში და წარუდგინოს დეკლარაცია ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ (Information Disclosure Statement - IDS). აღნიშნული მოთხოვნის განზრახ არასათანადო შესრულებამ, შეიძლება გამოიწვიოს პატენტის ბათილად ცნობა, თუ IDS შეტანილ იქნა აშშ-ში განაცხადის შეტანიდან 3 თვის ვადაში ან უწყებიდან პირველი შეტყობინება- მოთხოვნის მიღებამდე IDS წარდგენისათვის მოსაკრებელი არ იქნა გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს IDS დეკლარაცია, პირველად ნახსენებია მიმოწერაში უცხო ქვეყნის საპატენტო უწყებასთან პარალელური განაცხადებზე აღნიშნული დეკლარაციის შეტანამდე სამი თვით ადრე, ამ შემთხვევაში, უნდა იქნას გათვალისწინებული ოფიციალური მოსაკრებელი.
  2. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც შესაძლებელია კომპიუტერული პროგრამების, ალგორითმებისა და ბიზნესის მართვის მეთოდების დანერგვა.
  3. ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოგონების საჯაროდ გამჟღავნების დღიდან განმცხადებელს ეძლევა ერთ წლიანი საშეღავათო პერიოდი პატენტის განაცხადის შეტანამდე. ბევრ სხვა ქვეყანაში, საპატენტო განაცხადი უნდა იქნას შეტანილი გამოგონების საჯაროდ გამჟღავნებამდე.
  4. აშშ-ის კანონმდებლობით მოითხოვება, რომ განაცხადის ფარგლებში იქნას გახსნილი გამოგონების განხორციელების საუკეთესო ხერხი.

ასევე, აშშ-ს საპატენტო კანონმდებლობის თავისებურება მდგომარეობს წინასწარი განაცხადის (Provisional Application) წარდგენის შესაძლებლობაში. წინასწარი განაცხადის წარდგენისას არ არის საჭირო გამოგონების ფორმულის და გამომგონებლის დეკლარაციის წარდგენა. წინასწარ განაცხადებზე არ ტარდება არსობრივი ექსპერტიზა და მათ შესახებ ცნობები არ ქვეყნდება. წინასწარი განაცხადი მოქმედებს 12 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი უნდა გარდაიქმნას საპატენტო განაცხადად. წინასწარი განაცხადის წარდგენა შეიძლება ხელსაყრელი იყოს პოტენციურ პარტნიორებთან, კლიენტებთან ან ლიცენზიანტებთან მოლაპარაკებების დროს. გარდა ამისა, წინასწარი განაცხადების წარდგენა ხშირად საჭიროა ფინანსური წყაროების ძიების პერიოდში.

წინასწარი განაცხადის უპირატესობები:

  1. წინასწარი განაცხადის შეტანის ღირებულება სამ-ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე საპატენტო განაცხადის შემთხვევაში;
  2. წინასწარი განაცხადის გამოყენების შესაძლებლობა პრიორიტეტული თარიღის დასადგენად, რაც ხელს უშლის კონკურენტებს იდენტურ გამოგონებაზე პატენტის მიღებაში.
  3. წინასწარი განაცხადი, მცირე გადასახადის სანაცვლოდ, გამოგონების ბაზრის პოტენციალის შეფასებისა და 12 თვის შემდეგ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა იმის შესახებ, ღირს თუ არა აღნიშნულ გამოგონებაში სახსრების ჩადება.

აშშ-ში პატენტის მოპოვების ეტაპები

1. წინასწარი საპატენტო ძიება

გამოგონების პატენტუნარიანობის განსაზღვრისათვის აუცილებელია წინასწარი საპატენტო ძიების ჩატარება - ანუ მოცემული გამოგონება ექვემდებარება თუ არა დაპატენტებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ არა, რა არის ამის მიზეზი. ასეთი ძიება ტარდება განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა გამოგონების განაცხადში ექსპერტიზის ეტაპამდე, რაც შეამცირებს აღნიშნულ ეტაპზე შეტყობინება-მოთხოვნების რაოდენობას.

ჩვენ საიტზე ხელმისაწვდომია აშშ-ს საპატენტო უწყების მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირებული USPTO (United States Patent and Trademark Office) აშშ პატენტის ძიების მომსახურება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გამოგონების პატენტებისა და სამრეწველო ნიმუშების, ასევე გამოგონების / პრომო-ნიმუშების რეგისტრაციისათვის შეტანილი განცხადებების შესახებ. ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული სერვისი ასრულებს საპატენტო ძიებას ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით (პატენტის დასახელება, პატენტის / განაცხადის ნომერი, შეტანის თარიღი და ა.შ.), ძებნის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ USPTO-ს ვებგვერდზე.

2. საპატენტო განაცხადის მომზადება და მისი შეტანა

აშშ-ში საპატენტო განაცხადის შედგენა ხდება ინგლისურ ენაზე. იგი შედგება იმ დოკუმენტებისგან (ავტორის განცხადება, ნახაზები და სქემები, გამოგონების აღწერილობა და ფორმულა, ავტორის დეკლარაცია და ა.შ.), რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს USPTO- ს ყველა მოთხოვნას. ასევე საპატენტო განაცხადის შეტანისას საჭიროა გამოგონების გამოყენების საუკეთესო ხერხის აღწერა. საჭიროა განაცხადის წარდგენის საფასურის გადახდა.

3. ექსპერტიზა

აშშ-ს საპატენტო უწყების მიერ ექსპერტიზის ჩატარებისთვის განკუთვნილი ვადა შეადგენს საშუალოდ 1, 5 - 3 წელს. ამ ეტაპზე, აშშ-ს საპატენტო უწყებიდან მიღებული თითოეული ოფიციალური წერილით, როგორც წესი, მოითხოვება განაცხადში გარკვეული შესწორებების შეტანა. ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე, USPTO აგზავნის პატენტის გაცემის ან პატენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას.

4. პატენტის გაცემა

პატენტის გაცემისათვის საფასურის გადახდის შემდეგ, მის მფლობელს გადაეცემა დაცვის დოკუმენტი USPTO- ს მიერ.

5. პატენტის ძალაში შენარჩუნება

აშშ პატენტის მოქმედების ვადა იწყება აშშ-ს საპატენტო უწყებაში განაცხადის შეტანის თარიღიდან და სრულდება 20 წლის შემდეგ. პატენტის მინიჭების შემდეგ აუცილებელია მოსაკრებლების გადახდა მის ძალაში შესანარჩუნებლად, UPSTO- ს მოთხოვნების შესაბამისად, ასეთი მოსაკრებლები უნდა იქნას გადახდილი 3,5,7,5,5,5 წლის შემდეგ და არა ყოველწლიურად, როგორც ეს ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

6. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნას ნებისმიერ დროს პატენტის მოქმედების ვადის მთელი პერიოდის განმავლობაში. ხელახალი ექსპერტიზის დროს, მესამე მხარე შეიძლება შეეწინააღმდეგოს საპატენტო უწყებას, ამასთან, ექსპერტის შენიშვნების შემთხვევაში, პატენტის მფლობელს შეუძლია შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები და შეავიწროოს სამართლებრივი დაცვის ფარგლები. ხელახალი ექსპერტიზა ასევე შეიძლება ჩატარდეს მფლობელის ინიციატივითაც. იგი მიზანშეწონილია, თუ მისთვის უშუალოდ ცნობილი გახდა გამოგონების ტექნიკის დონესთან დაკავშირებული რელევანტური მითითებები. ამგვარად, ხელახალი ექსპერტიზა პატენტის მფლობელს შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს მესამე მხარის მიერ გამოთქმული წინააღმდეგობა და გააძლიეროს სამართლებრივი დაცვის ფარგლები. აშშ-ში დაპატენტება ასევე შესაძლებელია PCT საერთაშორისო განაცხადის საფუძველზე, იმ პირობით, თუ იგი გადასულია ეროვნულ ფაზაში პრიორიტეტის თარიღიდან 30 თვის ამოწურვამდე.

კომპანია "მიხაილუკი, სოროკოლატი და პარტნიორები" გთავაზობთ მომსახურებას ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი გამოგონების დასაპატენტებლად.

განაცხადის შეტანა ხორციელდება გამომგონებლის სახელით უშუალოდ USPTO- ში აშშ-ს საპატენტო ადვოკატებთან თანამშრომლობის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პატენტის მიღების ღირებულებას. აშშ-ში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს აღნიშნულ სფეროში წარმატებით დავიცვათ თქვენი ინტერესები.