Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაცია ყაზახეთში

სახელმწიფო რეგისტრაციის განმახორციელებელი და შესაბამისი მოწმობის გამცემი სამთავრობო ორგანო არის ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. „მცენარეთა დაცვის შესახებ" ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, თითოეული პესტიციდი და აგროქიმიკატი უნდა დაექვემდებაროს კვლევებს და დამტკიცდეს გადაწყვეტილება სახელმწიფო რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის შესახებ.

პესტიციდების რეგისტრაციის პროცედურა ყაზახეთში ასევე იწყება სარეგისტრაციო ცდების და ტესტირების ჩატარებით. ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგამოცდო გრაფიკში ჩასართვად აუცილებელია მიმდინარე წლის 1 მარტამდე შეტანილ იქნას შესაბამისი მოთხოვნა, აგრეთვე შემდეგი დოკუმენტები:

  • ინფორმაცია პესტიციდების შესახებ (ფაილი/დოსიე);
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში, ჰაერში, წყალში და ნიადაგში პესტიციდების ნარჩენების რაოდენობის იდენტიფიკაციის მეთოდიკა;
  • პესტიციდის პრეპარატის შემადგენლბის ნორმატივი კულტურულ პროდუქტებსა და გარემოში;
  • პესტიციდების შესახებ მატერიალური უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი (MSDS) მწარმოებლისგან;
  • ანალიზის სერტიფიკატი (COA) პესტიციდების და მწარმოებლის აქტიური ინგრედიენტის შესახებ;
  • პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის იდენტიფიკაციის მეთოდოლოგია;
  • განმცხადებლის მიერ წარმომადგენლისთვის გაცემული მინდობილობა.

აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ საჭიროა შეტანილ იქნას მოთხოვნები ტოქსიკოლოგიური, ბიოლოგიური და საწარმოო კვლევების ჩატარების თაობაზე, პესტიციდების რეკომენდებული გამოყენების ბიოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობის მდგრადობის შემოწმების მიზნით. აღნიშნული კვლევები ტარდება ორი ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში იმ პესტიციდების რეგისტრაციის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს ყაზახეთში ცნობილ აქტიურ ინგრედიენტს და სამი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ახალი აქტიური ინგრედიენტის შემცველი პესტიციდების რეგისტრაციის შემთხვევაში.

შემდეგი ნაბიჯი არის საჭირო საცდელი ნიმუშების იმპორტი, საბაჟო პროცედურის ჩატარება და კვლევითი დაწესებულებებისთვის ნიმუშების მიწოდება. ნიმუშების მოწოდებისთანავე დაწესებულებები ატარებენ საჭირო კვლევებს.

როდესაც კვლევები ტარდება და ყველა შედეგი მიიღება, საჭიროა პესტიციდის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის შეტანა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შემდეგ დოკუმენტებთან ერთად:

  • სარეგისტრაციო კვლევებისა და ტესტების შედეგები;
  • წარმოების კვლევების შედეგები;
  • პრეპარატის ეტიკეტის ნიმუში;
  • პესტიციდების პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია.

ამავდროულად, პესტიციდის შესახებ მასალები გადაეცემა სანიტარულ-ჰიგიენური კონტროლის ორგანოებს (ჯანდაცვის სამინისტრო და ყაზახეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო) რეგისტრაციის დამტკიცების მიზნით.

ყველა ჩატარებული კვლევის შემდეგ გაიცემა დადგენილება პრეპარატის რეგისტრაციის შესახებ და ხდება პრეპარატის შეტანა სახელმწიფო რეესტრში.

იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიიჩნევს, რომ პესტიციდების შესახებ ინფორმაცია ან სხვა ინფორმაცია არასაკმარისია, პრეპარატი რეგისტრირდება ორი წლით და ამისათვის საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა შესაძებელი გახდეს პრეპარატის დარეგისტრირება ათი წლით.

ჩვენი კომპანია სიამოვნებით გაგიწევთ მომსახურებას პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ყაზახეთში. დამატებითი ინფორმაციისათვის ან აღნიშნულ საკითხზე ჩვენი დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით. პესტიციდების და სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების რეგისტრაციის პროცედურის დაწყებამდე სასურველია ჩატარდეს პატენტის ძიება და განხორციელდეს შესაბამისი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.