Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაცია ბელორუსში

ბელორუსში პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაციის წესი რეგულირდება ბელორუსის რესპუბლიკის კანონით "მცენარეთა კარანტინისა და მცენარეთა დაცვის შესახებ", აგრეთვე "მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დებულებით". . აღნიშნული ნორმატიული დოკუმენტების თანახმად, პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაციის მიზნით შემდეგი ეტაპებია გასავლელი.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია პრეპარატის შეტანა მოხდეს საცდელ გრაფიკში სოფლის მეურნეობის სამინისტროს თესლის გამრავლებისა, კარანტინისა და მცენარეთა დაცვის მთავარ სახელმწიფო ინსპექციაში მიმდინარე წლის 30 მაისამდე შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენის მეშვეობით:

  • განაცხადის ფორმა;
  • ინფორმაცია პესტიციდების ან აგროქიმიური პრეპარატების შესახებ (ფაილი / დოსიე);
  • პესტიციდების/აგროქიმიური პრეპარატების ნარჩენი რაოდენობით განსაზღვრის მეთოდოლოგია სოფლის მეურნეობის პროდუქტებში, ნიადაგში და ა.შ.;
  • პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის (ების) იდენტიფიკაციის მეთოდოლოგია;
  • მასალების უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი (MSDS) პესტიციდზე / აგროქიმიკატზე და აქტიურ ინგრედიენტზე(ებზე);
  • ანალიზის სერთიფიკატი (COA) პესტიციდზე/აგროქიმიკატზე და აქტიურ ინგრედიენტზე (ებზე);
  • ინფორმაცია სხვა ქვეყნებში იგივე პრეპარატის რეგისტრაციის შესახებ;
  • მწარმოებლისგან განმცხადებლისთვის გაცემული ნებართვა განაცხადის შეტანის შესახებ, თუ განმცხადებელი და მწარმოებელი არ არის ერთი და იგივე პირი;
  • განმცხადებლის მიერ წარმომადგენლისთვის გაცემული მინდობილობა.

შემდგომში, შესაბამისი მოთხოვნები ბიოლოგიური ეფექტურობის, ეკონომიკური სარგებლობის, ტოქსიკურობისა და ჰიგიენური შეფასების კვლევების, აგრეთვე აქტიური ინგრედიენტის (ების) იდენტიფიკაციის მეთოდოლოგიის ადაპტაციისა და ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდოლოგიის შესახებ. პესტიციდი/აგროქიმიკა უნდა იქნას წარდგენილი შესაბამის კვლევით ინსტიტუტში და ლაბორატორიაში.

სარეგისტრაციო კვლევები ტარდება ერთი ან ორი ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში. ეს ვადა დამოკიდებულია პრეპარატის ტიპზე, აქტიურ ინგრედიენტზე (ებზე), აგრეთვე შემადგენლობაზე. გარდა ამისა, ზემოხსენებული კვლევების საცდელი ნიმუშების იმპორტისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვის მიღება მთავარ სახელმწიფო ინსპექციიდან.

ყველა საჭირო კვლევის დასრულების შემდეგ, პესტიციდის ან აგროქიმიური პრეპარატის რეგისტრაციის შესახებ განცხადება და შემდეგი მასალები შეაქვთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო ინსპექციაში (კვლევის დასრულების მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ან შემდეგი წლის თებერვლის მეორე ნახევარში):

  • ოქმი სარეგისტრაციო კვლევების ჩატარების შესახებ;
  • მწარმოებლის მიერ გაცემული აქტიური ინგრედიენტის წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები და შემადგენლობა;
  • ანგარიშები პრეპარატის ბიოლოგიური ეფექტურობისა და ეკონომიკური სარგებლობის შესახებ;
  • ანგარიშები, წყალში, ნიადაგში და ა.შ. ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის შედეგების ჩათვლით;
  • ანგარიშები პრეპარატის ეკოტოქსიკოლოგიური შეფასების შესახებ;
  • ანგარიშები პრეპარატის ვეტერინარული და სანიტარული შეფასების შესახებ;
  • შემადგენლობაშ აქტიური ინგრედიენტის (კომპონენტების) კონცენტრაციის განსაზღვრის მეთოდოლოგია;
  • წყალში, ნიადაგში და ა.შ. აქტიური ნივთიერების განსაზღვრის მეთოდოლოგია;
  • დამტკიცებული ტექნიკური ნორმატივი (ტექნიკური პირობები) დსთ-ს ქვეყნების, აგრეთვე ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოებული პრეპარატებისათვის;
  • ეტიკეტის ნიმუში.

ზემოხსენებული მასალები ექვემდებარება ექსპერტიზას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო ინსპექციისა და პესტიციდების და სასუქების კომისიის მიერ. სამინისტრო გასცემს მოწმობას პესტიციდების/აგროქიმიური სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ, აღნიშნული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე.

ჩვენი კომპანია სიამოვნებით გაგიწევთ ბელორუსის რესპუბლიკაში პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დახმარებას.

გთხოვთ, დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის ან ჩვენი დახმარების მისაღებად. ასევე გაცნობებთ რომ, სასურველია ჩატარდეს პატენტის ძიება და დარეგისტრირდეს შესაბამისი სასაქონლო ნიშანი პესტიციდისა და აგროქიმიური პრეპარატის რეგისტრაციის პროცედურის დაწყებამდე.