Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

ტაჯიკეთში ოფიციალური მოსაკრებლების ზრდა

07.01.2026

2026 წლის 1 იანვრიდან ტაჯიკეთში გაიზარდა საანგარიშო მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება როგორც საბაზისო ერთეული სახელმწიფო მოსაკრებლების, ჯარიმების, გადასახადების, სოციალური გადახდებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების ოდენობის განსაზღვრისთვის. შესაბამისი ცვლილებები გათვალისწინებულია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.

ახალი წესების თანახმად, საანგარიშო მაჩვენებელი 75-დან 78 სომონიმდე გაიზარდა. ვინაიდან სახელმწიფო გადასახადები, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების სექტორში, უშუალო კავშირშია ამ მაჩვენებელთან, მისი ზრდა იწვევს ოფიციალური მოსაკრებლების და გადასახადების ზრდას.

ამგვარად, 2026 წლიდან ტაჯიკეთში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციასა და დაცვასთან დაკავშირებული პროცედურების ღირებულება იზრდება, მათ შორის როგორიც არის განაცხადების შეტანა, ექსპერტიზა და უფლებების ძალაში შენარჩუნება.

აღნიშნული ცვლილებების გამო, რეკომენდებულია, წინასწარ დააზუსტოთ საფასურები და პროცედურების საერთო ღირებულება, განახლებული საანაგრიშო მაჩვენებელის გათვალისწინებით. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან მოამზადონ დეტალური ანგარიში და შემოგთავაზონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციისა და დაცვისთვის ტაჯიკეთში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.