Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

საქართველოში შესაძლებელი იქნება ევროპული პატენტების ვალიდაცია

საქართველოში შესაძლებელი იქნება ევროპული პატენტების ვალიდაცია 2023 წლის 30 მაისი

საქართველოში შესაძლებელი იქნება ევროპული პატენტების ვალიდაცია

2012 წელს დაწყებული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა (საქპატენტმა) და ევროპის საპატენტო ორგანიზაციამ (EPO) დაასრულეს საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროცესი. პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ შეთანხმებას ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ.

აღნიშნული შეთანხმება გააძლიერებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებს და ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მიზნების მიღწევას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაახლოების პროცესები ზრდის საქართველოს EPO-ში გაწევრიანების ალბათობას.

თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს, დამატებით გაცნობებთ თარიღს როდესაც ეს პროცედურა ხელმისაწვდომი გახდება განმცხადებლებისთვის. ჩვენ ასევე სიამოვნებით ვუპასუხებთ ყველა კითხვას, რომელიც ეხება ევროპული პატენტების ვალიდაციას საქართველოში და სხვა წევრ სახელმწიფოებში.