საპატენტო საფასურების ცვლილება რუსეთის ფედერაციაში
საპატენტო საფასურების ცვლილება რუსეთის ფედერაციაში
2021 წლის 21 ივნისს ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილების შესაბამისად № 922 იურიდიული მოქმედებების განხორციელებისათვის დადგენილი საპატენტო და სხვა სახის მოსაკრებლების შესახებ დებულებაში შესული ცვლილებები რომლებიც უკავშირდებოდა გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო დიზაინის დაპატენტებას, სასაქონლო ნიშნის და მომსახურების ნიშნის სახელმწიფო რეგისტრაციას.
ძირითადად, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს განმცხადებლების მხრიდან ელექტრონული ფორმით და არა ქაღალდზე სასაქონლო ნიშნების მოწმობების და საპატენტო სიგელების მიღების დაინტერესებას. მაგალითად, სასაქონლო ნიშნის მოწმობის ან მასში რაიმე ფორმით ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ დანართის გაცემისთვის ქაღალდის მატარებელზე, განმცხადებელს უწევს 2000 რუბლის გადახდა. ასევე, 500 რუბლით გაიზარდა მოსაკრებლები, რომლებიც დაკავშირებულია გამოგონების, სასარგებლო მოდელების და სამრეწველო დიზაინის პატენტის მიღებასთან ქაღალდის მატარებელზე. პატენტის / სასაქონლო ნიშნის სიგელის დუბლიკატის გაცემის საფასური ახლა 800 რუბლს შეადგენს ნაცვლად 1500 რუბლისა, ამასთან თუ განმცხადებელი მოითხოვს ქაღალდზე დუბლიკატის გაცემას, საჭირო იქნება დამატებით 2000 რუბლის გადახდა 800 რუბლთან ერთად.
გარდა ამისა, 2021 წლის 1 აგვისტოდან, გამოგონებაზე არსობრივი ექსპერტიზის ჩასატარებლად, საჭირო იქნება ერთიანი საფასურის გადახდა, რომელიც 12 500 რუბლს შეადგენს 1-ლი დამოუკიდებელი მუხლისთვის და 9200 რუბლს ყოველი მომდევნო დამოუკიდებელი მუხლისთვის.
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ დაპატენტების ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების დეტალური გაანგარიშებისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სპეციალისტებს თქვენთვის მოსახერხებელ დროს. სიხარულით ვითანამშრომლებთ თქვენთან.