Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

ინტელექტუალური საკუთრების რეფორმა ჩინეთში

ინტელექტუალური საკუთრების რეფორმა ჩინეთში 2024 წლის 8 იანვარი

ინტელექტუალური საკუთრების რეფორმა ჩინეთში

2024 წლის 20 იანვარს ჩინეთში ძალაში შევა საპატენტო კანონის გამოყენების შესწორებული წესების ნაკრები.

წესებში მითითებული, რომ დოკუმენტების ელექტრონული ფორმა უტოლდება წერილობით ფორმას და ასევე განისაზრვრა დოკუმენტების წარდგენისა და ჩაბარების შესაბამის თარიღები. ეს ნაბიჯი განმცხადებლებისთვის უფრო ამარტივებს საპატენტო განაცხადის შეტანას.

წესები ასევე განმარტავს ექსპერტიზის სისტემას და დეტალურად აღწერს ამ პროცედურას. ამრიგად, განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს მისი საპატენტო განაცხადის ექსპერტიზის გადავადება. ამ გზით, განმცხადებლებს მიეცემათ მეტი დრო საგანაცხადო დოკუმენტების მოსამზადებლად და ტექნოლოგიის შესაფასებლად, რათა გადაწყვიტონ გარგრძელდეს ტუ არა საქმისწარმოება, რაც გარკვეულწილად გააუმჯობესებს საპატენტო განაცხადის ხარისხს. გარდა ამისა, „აშკარა საგამომგონებლო დონის“ ცნების დანერგვა გააუმჯობესებს სასარგებლო მოდელისა და დიზაინის ხარისხს.

წესები ასევე ითვალისწინებს შესაბამის ნორმებს პატენტის პრიორიტეტთან დაკავშირებით. ამრიგად, გამოგონების ან სასარგებლო მოდელების განმცხადებლებს, რომლებიც მოითხოვენ პრიორიტეტს, შეუძლიათ პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის განმავლობაში ან განაცხადის შეტანის დღიდან 4 თვის განმავლობაში დაამატონ ან შეცვალონ პრიორიტეტული ფორმულის მუხლები განაცხადში. გარდა ამისა, გამოგონების ან სასარგებლო მოდელების განმცხადებლებს შეუძლიათ აღადგინონ პრიორიტეტი ან წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტები წესების შესაბამისად.

გარდა ამისა, დაემატა სპეციალური განყოფილება პატენტის მოქმედების პერიოდში კომპენსაციის შესახებ, სადაც მითითებულია კომპენსაციის შესახებ განაცხადის შეტანის პირობები და ვადები, ასევე მისი ოდენობა. შესწორებული წესების მიხედვით, პატენტის მფლობელმა უნდა მიმართოს სახელმწიფო საბჭოს საპატენტო ადმინისტრირების დეპარტამენტს გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.

სხვა შესწორებები მოიცავს წესებს, რომლებიც ეხება ახალ სამკურნალო საშუალებებს, სალიცენზიო განაცხადებს, პატენტის დარღვევის შესახებ დავებს და დიზაინის განაცხადებს ჰააგის შეთანხმების ფარგლებში.

ეს წესები გაამარტივებს განაცხადის შეტანის პროცესს, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთში უფრო სრულყოფილი საპატენტო სისტემის ჩამოყალიბებას.