Mikhailyuk, Sorokolat & Partners

პატენტრწმუნებულნი

ცვლილებები ყირგიზეთის საპატენტო კანონმდებლობაში

ცვლილებები ყირგიზეთის საპატენტო კანონმდებლობაში 2023 წლის 17 აპრილი

ცვლილებები ყირგიზეთის საპატენტო კანონმდებლობაში

დიზაინების დაცვის შესახებ ევრაზიის საპატენტო კონვენციის პროტოკოლთან ეროვნული საპატენტო კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2023 წლის 7 აპრილს ძალაში შევიდა ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატენტო კანონის ახალი რედაქცია.

ძირითადი ცვლილებები მოიცავს შემდეგს:

1. დიზაინზე პატენტის მოქმედების ვადა არის ხუთი წელი განაცხადის შეტანის დღიდან. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებითი ხუთი წლის ვადით პატენტის მფლობელის მოთხოვნით. დიზაინზე პატენტის დაცვის მაქსიმალური ვადა 25 წელს შეადგენს, მანამდე კი აღნიშნული ვადა შეადგენდა ათ წელს დამატებითი ხუთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

2. სასარგებლო მოდელზე პატენტის დაცვის მაქსიმალური ვადა 8-დან 10 წლამდე გაიზარდა.

3. არსებითი ნიშნების ჩამონათვალი ამოღებულ იქნა დიზაინის განაცხადის შესატანად საჭირო დოკუმენტაციის სიიდან.

4. გამოირიცხა განმცხადებლის პასუხისმგებლობით გამოგონებაზე პატენტის მოპოვების შესაძლებლობა. ახალ გამოცემაში გამოგონებაზე პატენტის ექსპერტიზა სავალდებულოა. ამრიგად, იგი უნდა განხორციელდეს განმცხადებლის მოთხოვნით, რომელიც უნდა წარედგინოს ინტელექტუალური საკუთრების უწყებას შეტანის დღიდან 30 თვის განმავლობაში.

5. ახალი გამოცემა ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე განაცხადების ელექტრონულად შეტანის საშუალებას იძლევა.

ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის თვალს ადევნებენ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში მომხდარ სიახლეებს. მოხარულნი ვიქებით, ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ მომსახურება, რომლებიც მათ მოლოდინებს დააკმაყოფილებს არა მხოლოდ ყირგიზეთის რესპუბლიკაში, არამედ ყოფილი სსრკ-ს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.