კაზპატენტის მომსახურების საფასურების ცვლილება


ARCHIVE: 2020



კაზპატენტის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ნფორმაციის თანახმად, ახალი წლიდან ძალაში შევა კაზპატენტის მომსახურებისთვის საფასურების ცვლილებები.

პირველი იანვრიდან უქმდება შეღავათები ელექტრონული სახით განაცხადების შეტანისათვის. ასევე, პირველი იანვრიდან სასაქონლო ნიშნის, მომსახურების ნიშნის ვადის გაგრძელებისთვის და ვადის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების საფასური განისაზღვრება 97144,32 ტენგეს ოდენობით.

საფასური მომსახურებისთვის „სამზე მეტი კლასის შემთხვევაში საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით არსებული ყოველი კლასისთვის სასაქონლო ნიშნის, მომსახურების ნიშნის ვადის გაგრძელებისთვის და ვადის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის“ განისაზღვრება 16993,76 ტენგეს ოდენობით.

შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტებისთვის

მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტებისთვის გათვალისწინებულია შეღავათები შემდეგი მომსახურებისთვის:

  • 50 % - მოცემულ პერიოდში გადახდის შემთხვევაში: 01.01.2021 - 31.12.2021
  • 25 % - დადგენილი თანხიდან 01.01.2022-დან 31.12.2022-მდე გადახდის შესრულების პირობით

01.01.2023-დან შეღავაები უქმდება.

ცვლილებები შეტანილია ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის 23.12.2020 წლის № 254нк ბრძანების შესაბამისად.