MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის რეფორმა უკრაინაში


ARCHIVE: 2020


2020 წლის 25 აგვისტო

2020 წლის 16 აგვისტოს ამოქმედდა კანონები "უკრაინის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში სასაქონლო ნიშნისა და დიზაინის დაცვის გაძლიერების და საპატენტო ტროლინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და "საპატენტო კანონის რეფორმასთან დაკავშირებით უკრაინის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ". მიღებული კანონები ეხება უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ძირითად საკანონმდებლო ცვლილებებს.

სასაქონლო ნიშნები:

შეიცავალ კონცეფცია „სასაქონლო ნიშანი“

"საქონლისა და მომსახურების ნიშნის" ნაცვლად, საკანონმდებლო დონეზე მიღებულია "სასაქონლო ნიშნის" ცნება.

გაფართოვდა იმ დასახელებების სია, რომელთა რეგისტრაცია შეუძლებელია სასაქონლო ნიშნებად

კერძოდ, აღნიშვნები, რომლებიც აღნიშნავენ მცენარეთა ჯიშების დასახელებეს და გეოგრაფიულ აღნიშვნებს, რომლებმაც მოიპოვეს იურიდიული დაცვა უკრაინაში ან შეტანილ იქნა სარეგისტრაციოდ, არ შეიძლება დარეგისტრირდეს სასაქონლო ნიშნის სახით.

გაჩნდა განაცხადის ელექტრონული შევსების შესაძლებლობა განმცხადებლის სურვილის მიხედვით

დაწსდა საჩივრის შეტანის პერიოდი

ნებისმიერ პირს შეუძლია წარუდგინოს დასაბუთებული შედავება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ ბიულეტენში მონაცემების გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში.

შეიცვალა სასაქონლო ნიშნის ხელახალი რეგისტრაციის ვადა მხოლოდ წინა მფლობელს ან მესამე პირს შეუძლია წინა უფლების მფლობელის თანხმობით მოითხოვოს იდენტური ნიშნის რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან ორი წლის განმავლობაში.

შესაძლებელი გახდა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წარდგენა, თუ მესამე პირს უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის წინააღმდეგ საჩივრის განხილვაზე, უწყების ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების ასლის მიღების დღიდან ორი თვის განმავლობაში.

დადგენილ იქნა ასოცირების ხელშეკრულების დებულებები უკრაინასა და ევროკავშირს შორის კერძოდ, სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობის ნებადართული ვადა ხუთ წელიწადს შეადგენს და ამ პერიოდის გაანგარიშების პროცედურა დადგენილია მონაცემთა გამოქვეყნების დღიდან.

დიზაინები:

დაემატა დიზაინის დაცვის ახალი კრიტერიუმი ადრე არსებულ სიახლის კრიტერიუმს დაემატა ინდივიდუალური ნიშნის კრიტერიუმი.

დადგინდა დიზაინის უფლებების დაცვის ახალი პერიოდი

დიზაინზე უფლებები ახლა მოქმედებს 5 წლის განმავლობაში და შეიძლება განახლდეს ერთი ან მეტი ხუთწლიანი ვადით. უფრო მეტიც, მოქმედების საერთო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს.

არარეგისტრირებული დიზაინის სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა

დიზაინზე შესაძლებელია სამართლებრივი დაცვის მოპოვება, როგორც არარეგისტრირებულ დიზაინზე, თუ იგი გამოქვეყნებულია კანონით დადგენილი წესით. ასეთი დაცვის ვადა შეადგენს 3 წელს უკრაინის ტერიტორიაზე დიზაინის გამოქვეყნების დღიდან.

შემოღებულ იქნა მრავლობითი განაცხადის კონცეფცია

მრავლობითი დიზაინის განაცხადით შეიძლება გაერთიანდეს რამდენიმე დიზაინი, რომელიც განეკუთვნება დიზაინების იმავე კლასს. მრავალობითი განაცხადი შეიძლება შეიცავდეს არაუმეტეს 100 დიზაინისა.

დაემატა ახალი ობიექტები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოიპოვონ სამართლებრივი დაცვა

ასეთ ობიექტებს შორის არის პროდუქტები, რომლებიც კომპოზიციური პროდუქტის ნაწილია და რომლებიც უჩინარია მისი ჩვეულებრივი გამოყენების დროს, ანუ საბოლოო მომხმარებლის მიერ გამოყენებისას.

დადგენილია სააპელაციო პალატაში დიზაინის წინასწარი გასაჩივრების შესაძლებლობა

ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს სააპელაციო პალატას დიზაინის უფლების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ასეთი განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნეს უფლებების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. კანონით ასევე დადგენილია, რომ დიზაინის ხელახალი რეგისტრაცია არ არის შესაძლებელი, თუ იგი სასამართლოს ან სააპელაციო პალატის მიერ აღიარებულია, რომ იგი არ აკმაყოფილებს იურიდიული დაცვის მინიჭების პირობებს ან მესამე მხარის უფლებებს არღვევს. ბოლო ორი შესწორება მიმართულია საპატენტო ტროლინგის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, რომელიც ბოლო წლებში გავრცელდა უკრაინაში.

გამოგონებები და სასარგებლო მოდელები:

შეიცვალა ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება დარეგისტრირდეს როგორც გამოგონება ან სასარგებლო მოდელი

ამრიგად, გამოგონება შეიძლება იყოს პროდუქტი (მოწყობილობა, ნივთიერება, მიკროორგანიზმის შტამი, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედული კულტურა და ა.შ.) ან ხერხი (მეთოდი), ხოლო სასარგებლო მოდელის ობიექტი მხოლოდ მოწყობილობაა ან ხერხი ტექნოლოგიის ნებისმიერ სფეროში. ადრე ცნობილი პროდუქტის ან ხერხის ხელახალი გამოყენება აღარ პატენტდება.

დადგინდა დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობა

განმცხადებელს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ, წარადგინოს საგანაცხადო დოკუმენტები ქაღალდის ან ელექტრონული ფორმით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, განაცხადის შემდგომი საქმისწარმოება ასევე განხორციელდება ელექტრონულად. ასევე, შეტანის ოფიციალური მოსაკრებლები გადაიხდება შემცირებული განაკვეთით ელექტრონული შეტანის შემთხვევაში.

დაუცველი ობიექტების სიას დაემატა ახალი ობიექტები

როგორც სხვადასხვა ქვეყნებში, უკრაინაშიც, ახალი კანონმდებლობის თანახმად, ადამიანის ან ცხოველის მკურნალობის ან დიაგნოზის ქირურგიული ან თერაპიული მეთოდები არ შეიძლება იყოს რეგისტრირებული, როგორც გამოგონება ან სასარგებლო მოდელი. გარდა ამისა, სამართლებრივი დაცვა არ ხორციელდება ადამიანის კლონირებაზე, გენეტიკური იდენტურობის ცვლილებებზე, თავად ადამიანის სხეულზე მისი ფორმირების სხვადასხვა ეტაპზე და ა.შ..

ახლა შესაძლებელია გამოგონების გასაჩივრება მესამე მხარის მიერ მისი განხილვის ეტაპზე

ნებისმიერ პირს შეუძლია განაცხადზე დასაბუთებული შედავება წარმოადგინოს შესაბამისი საფასურის გადახდის გათვალისწინებით განაცხადის გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში. უწყება ასეთი შედავების ასლს უგზავნის განმცხადებელს, რომელსაც აქვს უფლება წარმოადგინოს დასაბუთებული პასუხი და შეცვალოს განაცხადი. საჩივრის განხილვის შედეგები აისახება ექსპერტიზის შესაბამის გადაწყვეტილებაში.

დარეგულირდა გამოგონებებზე უფლებების დამატებითი დაცვის მინიჭების პროცედურა

გამოგონებაზე პატენტის მოქმედების ვადის გახანგრძლივების პროცედურა სამკურნალო პროდუქტებთან, ცხოველების და მცენარეების დაცვის ხერხებთან დაკავშირებული სტანდარტული ვადს, ამოწურვის შემდეგ, რომელიც შეადგენს 20 წელს. ამასთან, შემოღებულია ცალკე მუხლი, რომელიც არეგულირებს ზემოხსენებული ობიექტების დამატებითი დაცვის მოწმობის მიღების ასპექტებს. მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორების სპეციალისტები ადევნებენ თვალყურს მოქმედი კანონმდებლობის ყველა ცვლილებას და სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციასა და დაცვასთან დაკავშირებით. გამოიყენეთ ფორმა უფასო კონსულტაციის მისაღებად და ჩვენი სპეციალისტები ძალიან მალე დაგიკავშირდებიან.