MIKHAILYUK

SOROKOLAT

& PARTNERS

პატენტრწმუნებულნი

„მიახაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები“ წარდგენილია „IP STARS“-ის ახალ რეიტინგში


ARCHIVE: 2020


2020 წლის 6 ივლისი

საერთაშორისო სარეიტინგო გამოცემა „IP Stars“-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები მთელ მსოფლიოში არსებული ათასობით კომპანიისა და სპეციალისტების საქმიანობის შესახებ სამოცდაათზე მეტი იურისდიქციის მიხედვით.

ჩვენმა კომპანიამ დაიკავა წამყვანი პოზიციები უკრაინაში სასაქონლო ნიშნებისა და საპატენტო კომპანიების 2020 წლის რეიტინგში.

ჰონგ კონგში, ლონდონსა და ნიუ იორკში მდებარე „IP Stars“-ის პროფესიონალთა გუნდი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში პროფესიონალთა რეიტინგს ადგენდა ექვსი თვის განმავლობაში.

კვლევის ფარგლებში მხედველობაში იქნა მიღებული მთელი რიგი ფაქტორები, როგორიცაა კლიენტების პოზიტიური გამოხმაურება, სამრეწველო სექტორის ანალიზი და ასევე უნიკალური უპირატესობები მომსახურების ბაზარზე.

კომპანია „მიხაილიუკი, სოროკოლატი და პარტნიორები“ რამდენიმე წელია იკავებს საუკეთესო პოზიციებს „IP Stars“-ის რეიტინგში. მადლიერი ვართ თითოეული კლიენტისთვის ნდობის გამოცხადებისა და ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის, ასევე მადლობას ვუხდით სარეიტინგო გამოცემის გუნდს ჩვენი მუშაობის სტაბილურად მაღალი შეფასებისთვის.