MIKHAILYUK SOROKOLAT & PARTNERS
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
ჩვენს შესახებ
MIKHAILYUK, SOROKOLAT & PARTNERS წარმოადგენს პარტნიორულ კომპანიას გამოგონებების, სასაქონლო ნიშნების და დიზაინის სფეროში, რომელიც დაფუძნდა 1992 წელს ვალენტინ მიხაილიუკის მიერ. ამჟამად ჩვენი ფირმა არის ერთ-ერთი უმსხვილესი დსთ-ს ქვეყნებში ინტელექტუალური საკურების სფეროში. ტრადიციულმა მიდგომამ ხარისხის მიმართ, ბიზნესის განვითარებაზე თანამედროვე ხედვასთან ერთად, საშუალება მოგვცა მიგვეღწია საერთაშორისო დონისთვის. ჩვენი პროფესიის ყველა ასპექტში პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და საქმის ზედმიწევნით შესრულების წყალობით, ჩვენ დავამყარეთ საიმედო საქმიანი ურთიერთობები პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გავაფართოვეთ ბიზნეს-საქმიანობის სფერო და გავხსენით ფილიალები უკრაინაში, ყაზახეთში, ლიტვაში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უზბეკეთში.
ჩვენ ვამაყობთ, რომ მოვიპოვეთ მცირე და საშუალო ორგანიზაციებისა და უმსხვილესი საერთაშორისო კორპორაციების ნდობა. ჩვენ თანაბარი პასუხიმგებლობით განვიხილავთ როგორც მრავალმილიონიანი პოტენციალის მქონე გამოგონებებს, ასევე დიასახლისის მარტივ ინოვაციას. აღნიშნული მიდგომა არის ჩვენი სტრატეგიის საფუძველი, რაც ქმნის კომპანიის სულისკვეთებას და ჩვენი წარმატების მამოძრავებელ ძალას.
30+
წლები250+
სპეციალისტები13
იურისდიქციები8 000+
კლიენტებიჩვენი მომსახურება
გამოგონება
- გამოგონებების დაპატენტება საქართველოში. პატენტის პროცედურის თავისებურებები და პირობები.
სასაქონლო ნიშნები
- სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო პროცედურის საჭირო დოკუმენტები და ეტაპები.
რეგულაციური მომსახურება
- სრული მხარდაჭერა სამედიცინო და ვეტერინარული პროდუქტების, მოწყობილობების, API-ების, აგროქიმიკატების რეგისტრაციაში და ა.შ.
სასარგებლო მოდელი
- სასარგებლო მოდელების დაპატენტება. რეგისტრაციის პროცედურა და საჭირო საბუთები
საავტორო უფლებები
- საავტორო უფლებების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო დოკუმენტების ჩამონათვალი, პროცედურა და ვადები




























